გუშინ მილანის „ინტერის“ 30 წლის თავდამსხმელი ანტონიო კასანო მეორე ვაჟის მამა გახდა.
ფეხბურთელის მეუღლე კაროლინა მარჩალისმა ქალაქ მილანის ერთ-ერთ სამშობიარო კლინიკაში ანტონიოს ვაჟიშვილი აჩუქა.
ბედნიერმა მშობლებმა ახალდაბადებულ ბიჭუნას სახელი უკვე შეურჩიეს და არგენტინელი მესის პატივსაცემად ლეოდ მონათლეს.
„ჩემი პირველი ვაჟიშვილი ქრისტოფერი მიმდინარე წლის აპრილში ორი წლის გახდება. მეორე ვაჟის სახელზე მე და კაროლინას დიდი ხანი არ გვიფიქრია.
პატარას ლეო დავარქვით. იმედია ისეთივე სახელოვანი მოთამაშე გაიზრდება, როგორიც მისი სახელგანთქმული სამხრეთ ამერიკელი მოსახელეა.“ - განაცხადა ანტონიო კასანომ.