ავტომობილი Ford Escort-ი, რომელიც პრინცესა დიანას ეკუთვნოდა, აუქციონზე 52,6 ათას გირვანქად (72,7 ათასი დოლარი) გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
აუქციონი ესექსის საგრაფოში გაიმართა, ავტომობილი კი სამხრეთ ამერიკულმა მუზეუმმა იყიდა.
ცნობილია, რომ ავტომობილი დიანას მისმა მეუღლემ, პრინცმა ჩარლზმა 1981 წლის მაისში, ნიშნობის შემდეგ აჩუქა. დიანა ავტომობილს უფროსი ვაჟის, პრინც უილიამის დაბადებამდე მართავდა, შემდეგ კი Ford Escort-ი ანტიკვარიატით მოვაჭრემ 6 000 გირვანქად შეიძინა.