გასული წლის აგვისტოში მუსიკალურმა გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ კინორეჟისორმა ნიმროდ ანტალმა პოპულარული ჯგუფი „Metallica”-ს შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო.
ფილმის სიუჟეტი ჯგუფის მიერ ჩატარებულ კონცერტებზეა აგებული.
ანტალის ცნობით, ფილმის გადაღების პროცესი თითქმის დასრულებულია და ნამუშევარი დღის სინათლეს მიმდინარე წლის ნოემბერში იხილავს.
სურათში დიდი ადგილი დაეთმობა “Metallica”-ს წევრებისა და ერთგული თაყვანისმცემლების ურთიერთობას.
საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის ივნისში, “Metallica”ახალ მსოფლიო საგასტროლო ტურნეს გეგმავს.
კულუარული ცნობით, მოლაპარაკება მიმდინარეობს ჯგუფის ყოფილ გიტარისტთან ჯეისონ ნიუსტედთან, რათა ეს უკანასკნელი კოლეგებს დროებით შეუერთდეს.