გასული წლის ნოემბერში, ბრიტანული ჯგუფი “Depeche Mode”-ს ლიდერმა და კლავიშებზე დამკვრელმა მარტინ გორმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის წევრებმა საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიაში ახალ ჩანაწერზე მუშაობა დაიწყეს.
ახალი ნამუშევრის სახელწოდებაა Delta Machine”. დისკი დღის სინათლეს მიმდინარე წლის 22 მარტს იხილავს.
„Depeche Mode”-ს ბოლო სტუდიურმა ნამუშევარმა“Sounds Of The Universe” დღის სინათლე 2009 წელს იხილა.
ჯგუფი“Depeche Mode” ინგლისის ქალაქ ბაზილდონში 1980წელს ჩამოყალიბდა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: დეივ გაანი (ვოკალი), მარტინ გორი (ვოკალი, კლავიშები), ენდი ფლეტჩერი (კლავიშები) და ვინს კლარკი (კლავიშები). კლარკმა ჯგუფი 1981 წელს დატოვა და მისი ადგილი ალან უაილდერმა დაიკავა.
2006 წელს ჯგუფმა დაიმსახურა MTV Europe Music Awards-ის მთავარი ჯილდო ნომინაციაში “წლის საუკეთესო ჯგუფი”. სხვადასხვა დროს “Depeche Mode”-ს გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ცალი ალბომი.