დღეს დილით გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ მადრიდის „რეალის“ 31 წლის ნახევარმცველი ჰაბი ალონსო ბრიტანულ „ლივერპულში“ დაბრუნებას აპირებს.
ფეხბურთელს „სამეფო გუნდთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში უსრულდება.
ესპანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, „რეალის“ ხელმძღვანელობამ და მოთამაშემ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს რომ ჰაბი კარიერას მადრიდში აღარ გააგრძელებს.
ცნობილი გახდა, რომ ჰაბი ალონსო ინგლისში დაბრუნებას აპირებს.
კულუარული ცნობით, მოთამაშე კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. ფეხბურთელი ამ გუნდში 2004-2008 წლებში ასპარეზობდა.