არიანა გრანდე ამჟამად ერთ–ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია, მისი სინგლები რამდენიმე დღეში ყველასათვის საყვარელ ჰიტებად იქცევა, მისი სტილი კი უამრავი ადამიანისთვის ინსპირაციის წყაროა. არიანამ წარმატების მისაღწევად დიდი გზა გამოიარა, ახლა კი ის უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. დღეს ამ წარმატებული მომღერლის დაბადების დღეა, ის 28 წლის გახდა.
არიანას ალერგია აქვს კატებზე
არიანა გრანდე – სწორედ ამ სახელით ვიცნობთ საკმაოდ წარმატებულ და ნიჭიერ მომღერალს, თუმცა ბაბუა მის გვარს სხვაგვარად გამოთქვამდა, ის მას არიანა გრანდეის ეძახდა.
2013 წელს არიანამ განაცხადა, რომ ის 100%-ით ვეგანია
არიანა გრანდე ჰარი პოტერის ნამდვილი ფანია და როგორც თვითონ აცხადებს ის სლიზერინში მოხვდებოდა.
არიანას საკულტო ვარცხნილობა მოდური არჩევანი არ ყოფილა. სერიალ Victorius–შიმონაწილეობისას მან როლის გამო თმა 4-ჯერ შეიღება, რამაც თმის ცვენა გამოიწვია, სწორედ ამ მიზეზით შეიქმნა არიანას ე.წ. Ponytail–ი
არიანას ძალიან უყვარს საშინელებათა ფილმები და ყველაფერი საშიში. ერთ–ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ადრეული ასაკიდან მისი დაბადების დღის წვეულებები საშიში თემატიკის იყო, ჰელოუვინზე მორთული სახლის არასოდეს ეშინოდა და თავისუფალ დროს სახლში მუდამ საშინელებათა ფილმებს უყურებს.