2021 წლის ყველაზე საყვარელი პრემიერა უკვე ნიუ-იორკში შედგა და “პატარა ბოსი 2”-ის ჩვენებას ერგო ტიტულად, რაშიც უდიდესი როლი ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის – ალეკ ბოლდუინის ოჯახს მიუძღვის.
როგორც კადრებიდან ჩანს, “The Boss Baby: Family Business”-ს ალეკი ექვსივე შვილთან ერთად ესტუმრა და თითოეულ მათგანს თემატური პიჯაკებიც მოარგო, რომლითაც ისინი ანიმაციის მთავარ გმირს – პატარა ბოსს მიამსგავსა.
63 წლის მსახიობს გვერდს უმშვენებდა მეუღლეც – ჰილარიც.