36 წლის პრინცი ჰარი ლონდონშია! მისი ჩამოსვლის მიზეზი პრინცესა დაიანას ხსოვნისადმი პატივის მიგება და მისი ძეგლის გახსნა არის, რომელიც 1-ლი ივლისისთვის არის დაგეგმილი. ეს თარიღი შემთხვევითი სულაც არ არის, რადგან ამ დღეს პრინცესა დაიანა 60 წლის გახდებოდა.
დაგეგმილი იყო, რომ კენსინგტონის სასახლეშ გამართულ ცერემონიაზე ძმები -პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი ერთობლივი სიტყვით გამოვიდოდნენ, თუმცა როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთის გვერდით აღარ იდგებიან.
აღსანიშნავია, რომ ცერემონიას პრინცი ჰარი 39 წლის მეუღლის – მეგან მარკლის გარეშე დაესწრება, იქამდე კი, ხუთდღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.