პოპულარული ამერიკულ ჯგუფების Backstreet Boys-ისა და NSYNC-ის წევრებმა ერთმანეთის ჰიტები ერთად შეასრულეს. ამის შესახებ EW წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მუსიკოსებმა ერთად ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმღერეს.
Backstreet Boys-დან კონცერტში ეიჯეი მაკლინი და ნიკ კარტერი მონაწილეობდნენ, NSYNC-იდან კი ჯოი ფატონე და ლანს ბასი.
მათ ისეთი ცნობილი ჰიტები შეასრულეს, როგორებიცაა Bye Bye Bye, I Want It That Way. ახალ სუპერჯგუფს Boys-Sync-ი დაარქვეს. მუსიკოსები მომავალში თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.