იტალიის ნაკრების მატჩების დროს გამოკითხული 10 ქალიდან 3 ღალატზე ფიქრობს. გამოკითხვა ურთიერთობის ცნობილმა საიტმა Gleeden-მა ჩაატარა და საინტერესო შედეგიც დაფიქსირდა.
როგორც გაირკვა, 2021 წლის 10 ივნისიდან 16 ივნისამდე აღნიშნულ ვებგვერდზე რეგისტრირებული ქალბატონების 32% ამბობს, რომ იტალიის ნაკრების თამაშს საყვარლებთან ურთიერთობის ალიბად იყენებენ. 10-დან 8 ქალი კი ამბობს, რომ ამ პერიოდში ვებგვერდს სტუმრობდნენ ახალი პარტნიორის გასაცნობად.
იტალიის ნაკრების თამაში კი კარგი საბაბი იმის სათქმელად, რომ ისინი მეგობრებთან მიდიან მატჩის საყურებლად, მაგრამ რეალურად ამ დროს ღალატისთვის იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაში ჩაატარა, ხოლო მერვედფინალში 26 ივნისს, ავსტრიას შეხვდება.