Blink-182-ის ვოკალისტი მარკ ჰოპუსი სიმსივნეს ებრძვის

Blink-182-ის ვოკალისტი მარკ ჰოპუსი სიმსივნეს ებრძვის

ამერიკული პანკ-როკჯგუფის, Blink-182-ს ვოკალისტი მარკ ჰოპუსი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ მუსიკოსმა Twitter-ზე დაწერა.

„ბოლო 3 თვის განმავლობაში ქიმიოთერაპიის კურსს გავდივარ. სიმსივნე მაქვს. ძალიან მეშინია, მაგრამ გამიმართლა, რომ მყავს შესანიშნავი ექიმები, ოჯახი, მეგორები, რომლებიც ამ რთულ პერიოდში მეხმარებიან“, - წერს მარკ ჰოპუსი.

მისივე თქმით, მკურნალობა კიდევ რამდენიმე თვეს გასტანს.

Blink-182 კალიფორნიაში 1992 წელს დაარსდა. მის ანგარიშზეა 8 ალბომი, რომელთაგან ბოლო 2019 წელს გამოვიდა.