ხაჭოს ნამცხვარი

ხაჭოს ნამცხვარი

ინგრედიენტები

3   ცალი კვერცხი

1/2  კგ. შაქარი

300   გრამი ხაჭო

200   გრამი მარგარინი

1   ქილა მაწონი

1   ჩ/კ სოდა

1   კგ. ფქვილი

2   გრამი ვანილი

მომზადება

3 კვერცხი და შაქარი, ხაჭო, მარგარინი თანმიმდევრულად შევათქვიფოთ მიქსერით ერთმანეთს.

სოდა ჩავყაროთ მაწონში, ავურიოთ და ჩავუმატოთ მიქსერით ათქვეფილ მასას.

გავაგრძელოთ მიქსერით მორევა და ნელ-ნელა ჩავუმატოთ ფქვილი, სანამ არაჟანზე ოდნავ სქელ ცომს არ მივიღებთ.

თასზე დავყაროთ ფქვილი და სადილის კოვზით ცომს ჩამოვაჭრათ პატარ-პატარა გუნდები. გუნდები ამოვავლოთ თასზე დაყრილ ფქვილში.

ფქვილში ამოვლებული ოდნავ გაბრტყელებული გუნდები დავალაგოთ მარგარინწასმულ ღუმელის ლანგარზე, შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 250° C ტემპერატურაზე. 10-15 წუთში, როდესაც ნამცხვარი კარგად შეწითლდება, გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ.

შეგვიძლია ცომის მასას შევურიოთ ქიშმიშიც.

ხაჭოს ნამცხვარი გემრიელი და სასარგებლო დესერტია. გამოცხობის შემდეგ დიდხანს ძლებს და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გემრიელდება. ადვილი წასაღები და ნოყიერია მოგზაურობისას.