ჯენიფერ ლოპესთან დაშორების შემდეგ ალექს როდრიგესი ბენ აფლეკის ყოფილ მეგობარ გოგონას დაუახლოვდა

ჯენიფერ ლოპესთან დაშორების შემდეგ ალექს როდრიგესი ბენ აფლეკის ყოფილ მეგობარ გოგონას დაუახლოვდა

51 წლის ჯენიფერ ლოპესისა და 45 წლის ალექს როდრიგესის რომანტიკული ურთიერთობის დასასრული ნამდვილ ბრაზილიურ სერიალში გადაიზარდა. როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, ჯენიფერი ყოფილ საყვარელ მამაკაცს- ბენ აფლეკს დაუახლოვდა, თუმცა უქმად არც როდრიგესი მჯდარა და სოციალური ქსელები კიდევ ერთმა მოულოდნელმა სიახლემ მოიცვა.

როგორც სოციალურ ქსელებში წერენ, როდრიგესი ბენის ყოფილ მეგობარ გოგონას – ლინდსი შუკუსს დაუახლოვდა. Page Six წერს, რომ როდრიგესი სულ ცოტა ხნის წინ ლინდსის დაბადების დღის დახურულ წვეულებაზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბენი და ლინდსი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებოდნენ, როცა ბენისა და ჯენიფერ გარნერის დაშორებიდან სულ რამდენიმე თვე იყო გასული, წყვილი ერთმანეთს 2018 წელს დაშორდა.