აზორის კუნძულებზე მოზარდმა ბოთლში მოთავსებული წერილი იპოვა

აზორის კუნძულებზე მოზარდმა ბოთლში მოთავსებული წერილი იპოვა

აზორის კუნძულებზე მოზარდმა აშშ-ში დაწერილი წერილი იპოვა, რომელიც ავტორმა ბოთლში მოათავსა და ატლანტის ოკეანეში გადააგდო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წერილის ავტორი შონ სმიტია, რომელიც ახლა 16 წლისაა. წერილი მან 2018 წელს, როუდ აილენდში დაწერა.

„ახლა მადლიერების დღეა. 13 წლის ვარ და ჩემს ოჯახს როუდ აილენდში ვსტუმრობ. ვერმონტიდან ვარ. თუ ამ ბოთლს იპოვით, მომწერეთ messageinabottle2018@gmail.com-ზე“, - ნათქვამია წერილში.

3 წლის შემდეგ, 3 200 კილომეტრის მანძილზე წერილი 17 წლის კრისტიან სანტოსმა აღმოაჩინა. მან ბოთლი თევზაობისას შენიშნა, წერილი დაინახა და სახლში წაიღო. როდესაც წერილი დედას აჩვენა, მან უთხრა, რომ გზავნილის ავტორი მასაჩუსეტსის შტატიდანაა. სწორედ იქ დაიბადა და ცხოვრობდა კრისტიანი აზორის კუნძულებამდე.

კრისტიანმა შონს მითითებულ მისამართზე მისწერა, თუმცა ამერიკელისგან პასუხი ვერ მიიღო, რადგან შონი ფოსტას აღარ ამოწმებდა. ამის შემდეგ კრისტიანის დედამ წერილის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. ერთ კვირაში ინფორმაცია შონამდეც მივიდა. მოზარდებს შორის კომუნიკაცია დამყარდა და ისინი მიმოწერის გაგრძელებას აპირებენ.