დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2022 წელს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სავარძლისთვის არ იბრძოლებს

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2022 წელს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სავარძლისთვის არ იბრძოლებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2022 წელს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სავარძლისთვის არ იბრძოლებს.

„ამ თემაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა ამ შესაძლებლობას არ განვიხილავ. არც არასდროს განმიხილავს მსგავსი ვარიანტი“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

5 ივნისს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2022 წელს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სავარძლისთვის ბრძოლის იდეას „საინტერესო“ უწოდა.

ერთ-ერთ რადიოგადაცემაში სტუმრობისას, გადაცემის წამყვანმა ჰკითხა ტრამპს, ხომ არ აპირებს ის ბრძოლას კონგრესის ქვედა პალატის სავარძლისთვის.

„თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, წამოიწყოთ ჯო ბაიდენის პროცედურის იმპიჩმენტი და სისხლის სამართლის გამოძიება აღძრათ მის მიმართ“, - განაცხადა წამყვანმა, ტრამპმა კი უპასუხა, რომ ეს „ძალიან საინტერესო იდეაა“.