გაეროს ექსპერტები ყოველწლიურად ადგენენ ქვეყნების რეიტინგებს.
სიის შედგენისას ყურადღება ექცევა სახელმწიფოში განათლების დონეს, ზოგად უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებების დაცვას და ეკონომიკურ დონეს.
ცოტა ხნის წინ ექსპერტებმა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნეს.
ამ ჩამონათვალის სათავეში ნორვეგია აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ამ ერთგვარ კონკურსში ეს ქვეყანა ზედიზედ მესამედ იმარჯვებს.
მეორე ადგილზე ასევე სკანდინავიური სახელმწიფო შვედეთი გავიდა.
მას ავსტრალია და კანადა მოსდევენ, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან ამ ორ ქვეყანას უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები გააჩნია და შედარებით მცირე რაოდენობის მოსახლეობა ცხოვრობს.