ქართველი მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე ერთ კურიოზს ხშირად იგონებს:
„ბევრი კურიოზი ხდება ცხოვრებაში, მაგრამ ერთ კურიოზზე ვიტყვი.
1969 წელს თბილისიდან ბათუმის თეატრში წავედი. თქვეს, თბილისიდან ჩამოსულიაო.
მერე ეს იმერელი კაცი ქუთაისში გადავედი და იქაც - ჩამოსულიაო - თქვეს.
სოხუმში ხომ რაღა დაუშლიდათ? - ჩამოსული მერქვა.
თქვენ წარმოიდგინეთ, სოხუმიდან თბილისში ჩამოვედი და აქაც ისე მექცეოდნენ, როგორც ჩამოსულს“.