ცნობილი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე საკუთარი ახალგაზრდობის ერთ შემთხვევას დღემდე არაერთხელ იხსენებს.
„ჯარის გამო ორი თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიწექი.
ბავშვობაში ცოტა ნერვული ვიყავი და 60 წელს გადაცილებულმა დეიდებმა ავლიპ ზურაბიშვილთან წამიყვანეს - „ჯარისთვის გამოგადგებაო“, წარმოგიდგენიათ?
12 წლის ვიყავი, ოთახში რომ შემიყვანეს, კარი ჩაკეტეს და ცოტა შემეშინდა.
თან თვითონ ავლიპიც უცნაური კაცი იყო. ცოტა ხანს მიყურა, მერე უცებ წამოხტა და თქვა - „უნდა მოგახსენოთ, რომ ნერვული ბავშვია.“
ეს დასკვნა მერე მართლა გამომადგა და ჯარში აღარ წავსულვარ.“