მოულოდნელი გამოჩენა: ანჯელინა ჯოლი საქველმოქმედო მისიით აფრიკას კიდევ ერთხელ ესტუმრა

მოულოდნელი გამოჩენა: ანჯელინა ჯოლი საქველმოქმედო მისიით აფრიკას კიდევ ერთხელ ესტუმრა

46 წლის ანჯელინა ჯოლი უკვე არაერთხელ გვინახავს საქველმოქმედო ღონისძიებებსა და კამპანიებში ჩართული, როგორც აღმოჩნდა, ის ტრადიციას არც წელს არღვევს და ამჯერად დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ სახელმწიფოს – ბურკინა-ფასოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით ესტუმრა.

ჯოლის ვიზიტი დევნილების მდგომარეობას ეხებოდა, რომელსაც ადგილობრივი კონფლიქტები მუდმივ საფრთხეს უქმნის.

შეგახსენებთ, რომ ჯოლი უკვე 20 წელია ყოველწლიურად სტუმრობს მსგავს ლოკაციებს და ცდილობს, საკუთარი ჩართულობით გასაჭირში მყოფ საზოგადოებას შეუმსუბუქოს ცხოვრება.