1949 წლის 22 ივნისს ნიუ ჯერსიში ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი დაიბადა.
ქალს, რომელსაც საზოგადოებაში ხშირად როგორც “თაობის საუკეთესო მსახიობად” მოიხსენიებენ, 43 წლიან კარიერაში 50-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მერილი კინემატოგრაფიის ისტორიაში თავისი დაუვიწყარი როლების გამო 32-ჯერ იყო “ოქროს გლობუსზე” წარდგენილი, ხოლო მსახიობებისთვის ყველაზე პრესტიჟული ჯიდლოს ოსკარისთვის 22-ჯერ ნომინირებული.
ამჯერად შემსრულებელს 8 “ოქროს გლობუსი” და აკადემიის 3 უმაღლესი ჯილდო “ოსკარი” აქვს. მერილის სასცენო დებიუტი თავდაპირველად Trelawny Of The Wells-ში შედგა, რომლისთვისაც Tony Awardsის ნომინაცია მიიღო, ხოლო სადებიუტო როლი ფილმში Julia 1977 წელს მიიღო.