ევროპის ჩემპიონატზე დანიის საფეხბურთო ნაკრების რუსეთთან გუშინდელი ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად, წარმოგიდგენთ დანიელ მოდელს, გულისგამახარებელი გარეგნობის პატრონს, დანიის საფეხბურთო ნაკრების ამჟამინდელ თილისმას და უბრალოდ მშვენიერ ასულს, ნინა აგდალს.
ნინა აგდალი მართალია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მოღვაწეობს და ამჟამად პარიზში, ცნობილ სამოდელო სახლებთან თანამშრომლობს, არასოდეს ივიწყებს მისი მშობლიური ნაკრების ქომაგობის ვალდებულებას და კორონა-პანდემიამდე დანიელთა არც ერთი მნიშვნელოვანი თამაში არ გამოუტოვებია ტრიბუნაზე რომ არ შენარნარებულიყო.
ნინა აგდალი იმ იშვიათ მოდელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც განუხრელად იცავს დადებულ კონტრაქტს, არასოდეს არღვევს კვების, ცხოვრების და ყოველდღიური საქმიანობის რეჟიმს და შესაბამისად არც გათხოვებას აპირებს. ერთი სიტყვით, წესებისა და კანონების მოყვარული ჭეშმარიტი დანიელია, რომელიც ადვილი მისახვედრია დანიის ნაკრების ტრიუმფით გუშინ როგორი ბედნიერი იქნებოდა...