რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ნატო თურქეთის გარეშე ვერ იარსებებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ნატო თურქეთის გარეშე ვერ იარსებებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატო თურქეთის გარეშე ვერ იარსებებს.

„ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ გაირკვა, რომ ნატო თურქეთის გარეშე ვერ იარსებებს. თურქეთი ალიანსის წინაშე თავის ვალდებულებებს სრულად ასრულებს. თურქეთი ნატოს შენარჩუნების მნიშვნელობას აღიარებს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, პანდემიამ ცხადყო, რომ ნატო მსოფლიოში ახალი რეალობის შესაბამისად უნდა განვითარდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მარტო დარჩა, როდესაც დახმარება სჭირდებოდა, თურქეთი აღიარებს ნატოს მნიშვნელობას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

14 ივნისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატოს მნიშვნელობა იზრდება.

„დღეის მდგომარეობით, ნატო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ალიანსის, როგორც უსაფრთხოების ფაქტორის როლი, იზრდება“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა ნატოს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ალიანსმა აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ყველა იმ რეგიონში, რომელსაც „უსაფრთხოების ქოლგა“ სჭირდება.