თეთრი სახლი: ვაშინგტონი მოსკოვს საპასუხო კიბერთავდასხმების შესახებ არ გააფრთხილებს

თეთრი სახლი: ვაშინგტონი მოსკოვს საპასუხო კიბერთავდასხმების შესახებ არ გააფრთხილებს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს საპასუხო კიბერთავდასხმების შესახებ არ გააფრთხილებს.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ჟენევაში გამართულ სამიტზე ჯო ბაიდენმა რუსეთიდან ჰაკერული თავდასხმების თემა წამოწია.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ თუ ამერიკულ ობიექტებზე ჰაკერული თავდასხმები გაგრძელდება, მოსკოვი ამისთვის პასუხს აგებს.

„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ის სფეროა, რომელსაც ვაკვირდებით და უფლებას ვიტოვებთ, ისეთი ქმედებები განვახორციელოთ, რომელიც შედეგებს გამოიწვევს. ჩვენ გაფრთხილების გარეშე ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.