ბრიტანეთის პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შვილი არჩი შესაძლოა პრინცი ვერასდროს გახდეს. ამის შესახებ The Mirror წერს.
გამოცემის ცნობით, პრინცი ჩარლზი როცა მეფე გახდება მონარქიის ხარჯებს შეამცირებს და გეგმავს ოჯახის მეორეხარისხოვან წევრებს ტიტული ჩამოართვას, რადგან მიაჩნია, რომ საზოგადოება სამეფო ოჯახის ხარჯების დაფინანსებით დაიღალა.
გამოცემა წერს, რომ ამან პრინც ჰარის და მეგან მარკლის რისხვა გამოიწვია. როგორც ამბობენ მათ ამის შესახებ ოპრი უინფრისთან ხმაურიან ინტერვიუმდე შეიტყვეს.
ამასთან საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა შეიცვალოს იურიდიული დოკუმენტაცია, იმისთვის რომ არჩი პრინცი არ გახდეს. პარალელურად, პრინცი ჩარლზი ღელავს იმაზეც, რომ საზოგადოებას სამეფო ოჯახის წევრების დაფინანსების საკითხი სულ უფრო ნაკლებად აინტერესებს. მან მონარქიისთვის დაფინანსების შემცირების საკითხზე უმცროს ძმასთან ენდრიუსთანაც იკამათა.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა 2020 წელს სუვერენული გრანტის სახით 69,4 მილიონი ფუნტი მიიღო. აქ არაა გათვალისწინებული დამატებითი ხარჯები უსაფრთხოებისთვის, რომელსაც პოლიცია აფინანსებს.