“და მაინც, ის მოძრაობს” – ანჯელინა ჯოლის ახალი ტატუ და სიტყვები, რომლებიც გალილეო გალილეის ეკუთვნის

“და მაინც, ის მოძრაობს” – ანჯელინა ჯოლის ახალი ტატუ და სიტყვები, რომლებიც გალილეო გალილეის ეკუთვნის

45 წლის ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და ჰუმანიტარი, ოქროს გლობუსისა და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი პაპარაცებმა რამდენიმე საათის წინ მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში შენიშნეს.

ვარსკვლავი საზოგადოებაში ახალი ტატუთი ‘eppur si muove’-ით გამოჩნდა, რომელიც იტალიელ ფიზიკოსს, ასტრონომსა და ფილოსოფოსს, სამეცნიერო რევოლუციის მამად წოდებულ გალილეო გალილეის ეკუთვნის. მაშინ, როდესაც გალილეომ გააკეთა საჯაროდ აღიარება, რომ შეცდა, როდესაც თქვა, რომ დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო, გალილეო მაინც ჩურჩულებდა “და მაინც, ის მოძრაობს”.