ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი აცხადებს, რომ მის სამ შვილს თავიანთი მამის, ბრედ პიტის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა სურდათ. ამის შესახებ გამოცემა Us Weekly წერს.
2020 წლის ბოლოს ანჯელინა ჯოლის ადვოკატებმა წარმოადგინეს მსახიობის წერილი, რომლის თანახმადაც, ჯოლი-პიტის შვილები მზად იყვნენ, სასამართლოში მამის წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ.
„ბავშვები, რომელთა მეურვეობაზეც მიდის საუბარი, საკმარისად დიდები არიან, რათა მიხვდნენ, რა ხდება. სასამართლო მათზე ემოციურ გავლენას მოახდენს. სამმა ბავშვმა ჩვენების მიცემის სურვილი გამოთქვა“, - აღნიშნავდა ანჯელინა ჯოლი.
მიუხედავად იმისა, მიმდინარე წლის მაისში მოსამართლე ჯონ ოდერკრიკმა აუკრძალა ბავშვებს სასამართლო სხდომებზე სიტყვით გამოსვლა და მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. ჯოლის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და განაცხადეს, რომ მოსამართლემ ანჯელინა ჯოლის „სამართლიან სასამართლო განხილვაზე“ უარი უთხრა.
მოგვიანებით ბრედ პიტმა ბავშვებზე ერთობლივი მეურვეობა მაინც მოიპოვა. ყოფილ მეუღლეებს შორის სასამართლო დავა თითქმის ხუთი წელი გრძელდებოდა.