რუსეთში თვითმფრინავის ავარიულად დაჯდომისას 7 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში თვითმფრინავის ავარიულად დაჯდომისას 7 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, კემეროვოს ოლქში, თვითმფრინავის ავარიულად დაჯდომას მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

L-410 ტიპის თვითმთრინავს 17 პარაშუტისტი გადაჰყავდა, თუმცა, აფრენიდან მალევე, მიწაზე მარცხენა ფრთით დაეცა.

შემთხვევისას, 7 ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.