გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებასა და ცხოვრებას გეგმავდა.
ცოტა ხნის წინ, ხოსე ანტონიო დომინგეს ბანდერასი ამერიკელ ჟურნალისტებს ესაუბრა და თავისი ოცნება კიდევ ერთხელ საქვეყნოდ გაახმოვანა.
ბანდერასი წარმოშობით ესპანური ქალაქი მალაგადანაა. აშშ-ში 1992 წლიდან გადაბარგდა.
ორი ათეული წლის განმავლობაში არაერთ სურათში გადაღება მოასწრო. სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის სურდა, მაგრამ დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ახერხებდა.
ამჟამად ანტონიო ბანდერასი თანახმაა, რომ ჰოლივუდურ კარიერას წერტილი დაუსვას. ის მზადაა, რომ მშობლიურ მალაგაში მყუდროდ იცხოვროს.
ამავდროულად რეჟისორის პროფესიაზეც ოცნებობს და რამდენიმე პროექტიც გააჩნია.
“მალაგაში დაბრუნება ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. კინოს სამყაროში მოღვაწეობას აუცილებლად გავაგრძელებ, მაგრამ თანამემამულეებს უკვე რეჟისორის ამპლუაში წარვუდგები. მრავალი საინტერესო იდეა გამაჩნია. მათზე უახლოეს მომავალში მოგახსენებთ. ერთს კი ვიტყვი, ისეთი ფილმების გადაღება მსურს, რომლებიც ჰოლივუდის გავრცელებულ სტერეოტიპში არ ჯდება” – განაცხადა ანტონიო ბანდერასმა.