გარგარის მაფინები

გარგარის მაფინები

ინგრედიენტები

1/2  ჭიქა შაქარი

2   ჩ/კ ვანილი შაქრით

2   ცალი კვერცხი

1/2  ჭიქა იოგურტი

4   ს/კ კარაქი, ოთახის ტემპერატურის

მწიკვი მარილი

1   ჭიქა ფქვილი

2   ჩ/კ გამაფხვიერებელი

10   ცალი გარგარი

1/3  ჭიქა ფქვილი

1/4  ჭიქა შაქარი

1/4  ჭიქა გამდნარი კარაქი

1   ჩ/კ დარიჩინი

მომზადება

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. მოუსვით ცხიმი 12 ჭიქიან მაფინის საცხობ ფორმას ან ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და მოუსვით ცხიმი.

თავზე მოსაყრელად: პატარა თასში აურიეთ 1/3 ჭიქა ფქვილი, ¼ ჭიქა შაქარი და დარიჩინი. დაუმატეთ ¼ ჭიქა გამდნარი კარაქი და ჩანგლით ფხვიერი მასის მიღებამდე ურიეთ.

მაფინისათვის: დიდ თასში აურიეთ ½ ჭიქა ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. შეურიეთ გათლილი და დაჭრილი გარგარის 2/3 ნაწილი და ფქვილში კარგად ამოავლეთ.

საშუალო თასში ½ ჭიქა შაქარი და 4 ს/კ კარაქი ფაფუკი მასის მიღებამდე თქვიფეთ.

დაუმატეთ კვერცხი სათითაოდ. შეურიეთ იოგურტი, ვანილი და თქვიფეთ კარგად შერევამდე.

იოგურტისა და კვერცხის ნაზავი ფქვილის ნაზავს დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ცომი წინასწარ გამზადებულ მაფინების ფორმაში კოვზით გადაიტანეთ. ამოავსეთ ფორმის 2/3 ნაწილი. შემდეგ მოალაგეთ დარჩენილი დაჭრილი გარგარი და ბოლოს მოაყარეთ წინასწარ გამზადებული კარაქის, შაქრის, ფქვილისა და დარიჩინის ნაზავი.

აცხვეთ 20–25 წუთით, ან სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.

5 წუთით ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ კი რკინის ცხაურზე გადმოიტანეთ.