მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი 32 წლის ინგლისელი მოდელი როუზი ჰანტინგტონი პაპარაცებმა რამდენიმე საათის წინ ლოს ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს.
როგორც იცით ვარსკვლავი მეუღლესთან, 52 წლის მსახიობ ჯეისონ სტეტჰემთან ერთად სამი წლის შვილთან დროის უმეტეს ნაწილს თვითიზოლაციაში ატარებს, თუმცა ამჯერად მოდელმა პატარა ჯეკთან ერთად ლოს ანჯელესის ქუჩებში გასეირნება და ვაჟთან ერთად თამაში გადაწყვიტა.
დედა-შვილი ადგილობრივ პარკს ესტუმრა.