ცნობილი მომღერალი დაიანა როსი ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველ ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ალბომი სახელწოდებით Thank You 77 წლის როსმა პანდემიის დროს, საკუთარ სახლში ჩაწერა.
„სიმღერების ეს კოლექცია ჩემი საჩუქარია თქვენთვის. მადლიერი ვარ, რომ ამ დროს ამ მშვენიერი მუსიკის ჩაწერის შესაძლებლობა მომეცა“, - ნათქვამია მომღერლის განცხადებაში. ალბომის პირველი კომპოზიცია Thank You 17 ივნისს გამოქვეყნდა.