ხმელთაშუა ზღვისპირული დიეტა კიბოს წინააღმდეგ

ხმელთაშუა ზღვისპირული დიეტა კიბოს წინააღმდეგ

იტალიელი ექიმები თვლიან, რომ ხმელთაშუა ზღვისპირული დიეტა შეიძლება იქცეს ეფექტურ პროფილაქტიკად ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესამცირებლად.

მათი აზრით, დიეტა, რომელიც მდიდარია ზეითუნის ზეთით, მარცვლოვანი პროდუქტებით, ხილით, ნიგვზით, ბოსტნეულით და თევზით, სამაგიეროდ, ნაკლებად შეიცავს ხორცს, რძის პროდუქტებს და ალკოჰოლს, ჯანსაღი საკვების ეტალონს და ცხოვრების მაღალი ხარისხის მაჩვენებელს წარმოადგენს.

ფლორენციის უნივერსიტეტის ექსპერტებმა შეაფასეს 12 საერთაშორისო გამოკვლევა დიეტების ზემოქმედებაზე ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რაშიც 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

მათ, ვინც მკაცრად იცავდა ხმელთაშუა ზღვისპირულ დიეტას, შეეტყო ჯანმრთელობის აშკარა გაუმჯობესება და სერიოზული მიზეზებით სიკვდილის რისკის მკვეთრი შემცირება: 9 პროცენტით შემცირდა გულსისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის რისკი.

13 პროცენტით - ნერვულ-დეგენერაციული მოშლილობებით, 6 პროცენტით კიბოთი სიკვდილის რისკი.

ეს შედეგები ნათლად მოწმობს სისწორეს ბევრი სამეცნიერო ინსტიტუტისა და ჯანდაცვის სამსახურის სახელმძღვანელო პრინციპებისა, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ხმელთაშუაზღვისპირულ სამზარეულოს საშიში დიაგნოზების თავიდან ასაცილებლად და, საერთოდ, ჯანმრთელი ცხოვრებისათვის.