ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი სკოლიდან 80-ზე მეტი მოსწავლე და 5 მასწავლებელი გაიტაცეს

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი სკოლიდან 80-ზე მეტი მოსწავლე და 5 მასწავლებელი გაიტაცეს

ნიგერიაში, კების შტატში შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი სკოლიდან 80-ზე მეტი მოსწავლე და 5 მასწავლებელი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა.

2020 წლის დეკემბრიდან დღემდე, ნიგერიის სხვადასხვა სკოლიდან 800-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს. მათი ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.