კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა ამერიკასთან როგორც დიალოგისთვის, ასევე კონფრონტაციისთვის მზად უნდა იყოს

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა ამერიკასთან როგორც დიალოგისთვის, ასევე კონფრონტაციისთვის მზად უნდა იყოს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ამერიკასთან როგორც დიალოგისთვის, ასევე კონფრონტაციისთვის მზად უნდა იყოს.

მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების საიმედო უზრუნველყოფისთვის საჭიროა მომზადება, როგორც დიალოგისთვის, ასევე დაპირისპირებისთვის.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეა დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას ნებისმიერ მოვლენაზე. ასევე, კონცენტრირდება კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის სტაბილური კონტროლისთვის.