ჩაჩანაკი დუგლასი

ჩაჩანაკი დუგლასი

მაიკლ დუგლასი, რომელმაც ორთვიანი ქიმიოთერაპიის კურსი ცოტა ხნის წინ დაამთავრა, უკვე პარკში სეირნობს. თუმცა, თუ ფოტოგრაფების წინაშე ვარსკვლავი ცდილობს, ყოჩაღად გამოიყურებოდეს, კამერების მიღმა აშკარად შესამჩნევია, რომ მსახიობი თავს არც ისე კარგად გრძნობს.

 

ამას წინათ იგი ფლორიდაში დისნეის პარკში სეირნობდა ცოლ-შვილთან ერთად. მთელი მსოფლიოს გაზეთებმა დაბეჭდეს მოღიმარი ვარსკვლავის ფოტოები, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ პორტალმა Radaronline.com-მ გამოაქვეყნა პაპარაცების მიერ გადაღებული სურათები, რომლებზეც გამხდარი და გაფითრებული დუგლასი თვალებს შავი სათვალის მიღმა მალავს, თუმცა, ადამიანებმა, რომლებიც პარკში სეირნობდნენ, მაშინვე იცნეს იგი.

 

დუგლასი იმდენად იყო დაუძლურებული, რომ სპეციალური სკუტერით გადაადგილდებოდა. როგორც ვარსკვლავის მეგობარმა, ალან ბარიმ, ჟურნალისტებს განუცხადა, მძიმე ქიმიის კურსის შემდეგ ძალების აღდგენა იოლი არ არის, დუგლასის სიგამხდრეც ამით არის გამოწვეული.

 

ვარსკვლავი ცდილობს, სახლიდან ხშირად გავიდეს, ასეირნებს ძაღლს, ბავშვები სკოლიდან გამოჰყავს, კეტრინ-ზეტა ჯონსი კი საყვარელი მეუღლის გასამხნევებლად გასართობ საღამოებს მართავს, რომელშიც დუგლასიც აქტიურად მონაწილეობს. რაც შეეხება გადაღებებს, ალან ბარის თქმით, ჯერჯერობით ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.

atb.ge