ანჯელინა ჯოლი გასული კვირაში ყოფილ მეუღლეს უკვე მეორედ შეხვდა

ანჯელინა ჯოლი გასული კვირაში ყოფილ მეუღლეს უკვე მეორედ შეხვდა

13 ივნისს გავრცელებულმა პაპარაცულმა ფოტოებმა, სადაც ჩანს თუ როგორ ტოვებს ანჯელინა ჯოლი ყოფილი ქმრის- ჯონი ლი მილერის სახლს, სოციალური ქსელები ფაქტობრივად ვირუსულად მოიცვა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, 46 წლის ანჯელინა 16 ივნისს უკვე საკუთარ 17 წლის შვილთან – პაქსთან ერთად ესტუმრა მილერს, რომელიც ასევე  ნიუ-იორკში ცხოვრობს.

ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია ვარსკვლავების სტატუსის შესახებ არ ვრცელდება, თუმცა ფანები კიდევ ერთ აღდგენილ რომანს პროგნოზირებენ. თუმცა, სანამ მოვლენების განვითარებას ველოდებით, შეგახსენებთ რომ წყვილმა ერთმანეთი 1994 წელს ფილმის “ჰაკერები” გადასაღებ მოედანზე გაიცნო და 1996 წელს დაქორწინდა.