ცნობილი ქართველი მომღერალი – ქეთა თოფურია სოციალურ ქსელებში უახლეს კადრებს ქალიშვილის – ოლივია გეიხმანის დაბადების დღის წვეულებიდან გვიზიარებს. როგორც აღმოჩნდა, მზრუნველმა დედიკომ გადაწყვიტა ექვსი წლის აღსანიშნავი წვეულება მისსავე სამშობლოში – საქართველოში გაემართა.
როგორც კადრებიდან ჩანს, წვეულებას ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ნინუცა ორჯონიკიძე და სხვები.
აღსანიშნავია, რომ ოლივია ამერიკაში დაიბადა და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მშობლები გაშორდნენ, ორივე მათგანი მეგობრული ურთიერთობის ფონზე ცდილობს მასზე მეურვეობის თანაბრად განაწილებას.