იმ საკაცობრიო დიად ჭეშმარიტებას, რომ სიყვარული ყოველგვარ საზღვრებზე, რასებზე და წარმომავლობაზე მაღლა დგას, ყოველდღიურად ამტკიცებენ უკრაინელი ჩოგბურთელი გოგონა ელინა სვიტოლინა და მისი ფერადკანიანი ფრანგი გულისსწორი, ასევე ცნობილი ჩოგბურთელი გაელ მონფილსი.
გაელს და ელინას მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არ უქორწინიათ (და როგორც ჩანს სულ მალე იფსკვიან ჯვარს) ეს ხელს არ უშლით იმაში, რომ მუდმივ სიყვარულში, ტრფიალებასა და ამის თანმხლებ ნეტარყუჩობაში იყვნენ და მათ ამ ყოველივეში რთული სპორტული ცხოვრების წესი სულაც არ აბრკოლებთ.
ელინა სვიტოლინა და გაელ მონფილსი უკვე იქცნენ როგორც ბულვარული მედიის საყვარელ რესპოდენტებად, ასევე სოციალური ქსელის ვარსკვლავებად და ეს ყოველივე ცხადია მათ მომწონებელთა რიცხვის ზრდაზეც აისახება. რაც შეეხება აწ უკვე დაანონსებულ ქორწილს, ამ წყვილის შეუღლებას სავარაუდოდ მომავალ თვეში უნდა ველოდოთ.