ამერიკელმა მომღერალმა Post Malone ნამდვილი ბრილიანტის კბილები ჩაისვა. ამის შესახებ Kerrang-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციის, მომღერლის ფოტო Instagram-ზე დანტისტმა ტომას კონელიმ გამოაქვეყნა. მისი თქმით, მუსიკოსმა ბრილიანტებით ეშვები ჩაანაცვლა. ძვირფასი ქვების საერთო წონა 12 კარატია. ეს კოსმეტიკური პროცედურა Malone-ს 1,6 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ამასთან, კონელიმ აღნიშნა, რომ ბრილიანტისთვის კბილის ფორმის მიცემა საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა.