ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად Spice Girls-ი ახალ სიმღერას გამოუშვებს

ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად Spice Girls-ი ახალ სიმღერას გამოუშვებს

თავისი პოპულარული სიმღერის Wannabe 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ბრიტანული ჯგუფი Spice Girls ახალ სიმღერას გამოუშვებს. ამის შესახებ Buzzfeed-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარი 2007 წელს ჩაწერილ სიმღერაზეა, რომელიც აქამდე საჯაროდ არ გამოცემულა. კომპოზიცია Feed Your Love ჯგუფის წევრებმა Wannabe-ს თანაავტორებთან - რიჩარდ სტენარდთან და მეტ როვთან ერთად დაწერეს. სიმღერა ჯგუფის 2007 წლის ალბომისთვის Greates Hits ჩაიწერა, თუმცა საბოლოოდ მისი ტრეკ-ლისტიდან ამოღება გადაწყდა.

ვიქტორია ბექჰემი ჯგუფის ბოლო ტურში არ მონაწილეობდა, თუმცა Feed Your Love-ზე ისიც მუშაობდა. ეს Spice Girls-ის პირველი ახალი კომპოზიციაა ბოლო 14 წლის განმავლობაში. სიმღერის მოსმენა 9 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.