ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა. ამის შესახებ Reuters ინფორმაციას ისრაელის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, საჰაერო იერიში პალესტინის მიერ ცეცხლოვანი ბურთების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის უწყების ცნობით მათმა ვერტმფრენებმა ღაზაში ჰამასის სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში. რადგანაც, უწყების თქმით, ღაზას მხრიდან ტერორისტული აქტები კვლავ გრძელდება.

ისრაელის საჰაერო იერიში პირველი იყო მას შემდეგ, რაც მხარეებმა ეგვიპტის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გააფორმეს.