კიმ ჩენ ინის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ და ტაიფუნებმა ჩრდილოეთ კორეაში საკვებთან დაკავშირებით დაძაბული მდგომარეობა შექმნა

კიმ ჩენ ინის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ და ტაიფუნებმა ჩრდილოეთ კორეაში საკვებთან დაკავშირებით დაძაბული მდგომარეობა შექმნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიისა და ტაიფუნების გამო ქვეყანაში საკვებთან დაკავშირებით „დაძაბული მდგომარეობაა“. ამის ​შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა მმართველი „მუშათა პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელა.

„ხალხის კვებასთან დაკავშირებული მდგომარეობა იძაბება, რადგან სოფლის მეურნეობის სექტორმა ვერ შეასრულა მარცვლეულის წარმოების გეგმა, შარშან ტაიფუნისგან მიყენებული ზარალის გამო“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის ჩაკეტა საზღვრები და აკრძალა შიდა მოგზაურობა.