მევლუთ ჩავუშოღლუ: სომხეთმა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს

მევლუთ ჩავუშოღლუ: სომხეთმა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მსოფლიომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს.

„წლების განმავლობაში, აზერბაიჯანი თავს იკავებდა და ცდილობდა, კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოეგვარებინა. აზერბაიჯანმა თავისი მიწების ოკუპაციისგან გათავისუფლებას ომის შედეგად მიაღწია, რომელიც 40 დღე გრძელდებოდა. მსოფლიომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ სომხეთი და სომეხი ხალხი სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობისგან სარგებელს მიიღებენ.

„სომხეთი წლების განმავლობაში მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს ძაბავდა და თანამშრომლობას გაურბოდა. სომხეთმა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს. ეს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

15 ივნისს აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა ქალაქ შუშაში ხელი მოაწერეს მოკავშირეობის შესახებ დეკლარაციას.