რა გეგმები აქვს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალ ხელმძღვანელს?

რა გეგმები აქვს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალ ხელმძღვანელს?

ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დრომდე, პანსიონის აღმზრდელებსა და ბენეფიციარებს ეცნობა, უახლოეს მომავალში, კი, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდება. მისი თქმით, თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

„შეხვედრა მექნება ძალოვან სტრუქტურებთან, ვნახავ, თუ რამე საქმე იციან, თუ რამე დარღვევებია. რასაც ადამიანები ლაპარაკობენ, იმაზე რეაგირება ვერ მექნება. უნდა მქონდეს რეალური ინფორმაცია და აუცილებლად მივიღებ ზომებს. ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტს განვახორციელებთ; საწყის ეტაპზე, რამდენიმე სახლს ავაშენებთ, სადაც ოჯახური გარემო იქნება. 2022 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა დასრულდეს ასეთი დაწესებულების ფუნქციონირება. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც მსოფლიოშია მიღებული. ეს მოხდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ხან ამბობენ, „რატომ დაინიშნა მეუფე?"... მაშინ, ჩაატარონ შიდა არჩევნები, გვითხრან, ვინ დავნიშნოთ და შეიძლება, გავითვალისწინოთ", - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.

Katana "მაშინ, ჩაატარონ შიდა არჩევნები, გვითხრან, ვინ დავნიშნოთ და შეიძლება, გავითვალისწინოთ", - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა."
*
ყველაზე უპრიანი ამ ადგილზე იქნებოდა ნინო ლომჯარია!..
რა სამწუხაროა, რომ ესოდენ საჭირო დროს იგი დაკავებულია ომბუდსმენობით...
მაგრამ 2 წელიც მოვითმინოთ და, თუ მერე რაიმე დიდ სახელმწიფო თანამდებობაზე არ დასჭირდა სამშობლოს (ვთქვათ, განათლების მინისტრად ან პრეზიდენტად), შეიძლება ნინოწმინდის პანსიონს ჩაუდგეს სათავეში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ენჯეოების და ლგბტ-თემის მხარდაჭერა გარანტირებული ექნება.
2 წლის უკან