ანჯელინა ჯოლი ყოფილი ქმარს შინ ესტუმრა, რა ხდება ვარსკვლავის პირად ცხოვრებაში?

ანჯელინა ჯოლი ყოფილი ქმარს შინ ესტუმრა, რა ხდება ვარსკვლავის პირად ცხოვრებაში?

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მიერ დამკვიდრებული ახალი ტრენდის მსგავსად, როგორც ჩანს, არაერთი სხვა ვარსკვლავი განიხილავს ყოფილ რჩეულს, როგორც ამჟამინდელ სიყვარულს. ამ თემაზე საუბარი განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 ივნისს  ანჯელინა ჯოლი ყოფილი მეუღლის სახლის დატოვებისას დააფიქსირეს.

როგორც აღმოჩნდა, ანჯელინა ჯოლი ჯონლი მილერის საცხოვრებელ სახლს ესტუმრა და აღდგენილი რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ჭორებს დაუდო სათავე.

აღსანიშნავია, რომ ფოტოგრაფების ინფორმაციით, ჯოლიმ ლის სახლი 4 საათის შემდეგ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 1994 წელს ფილმის “ჰაკერები” გადასაღებ მოედანზე გაიცნო და 1996 წელს დაქორწინდა.

მათმა რომანმა დიდხანს არ გასტანა და წყვილი 1997 წელს დაშორდა.