ერდოღანი: გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატოს მნიშვნელობა იზრდება

ერდოღანი: გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატოს მნიშვნელობა იზრდება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატოს მნიშვნელობა იზრდება.

„დღეის მდგომარეობით, ნატო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ალიანსის, როგორც უსაფრთხოების ფაქტორის როლი, იზრდება“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა ნატოს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ალიანსმა აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ყველა იმ რეგიონში, რომელსაც „უსაფრთხოების ქოლგა“ სჭირდება.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მისი პოზიცია რუსული С-400-ის შესყიდვაზე არ შეცვლილა.

„თურქეთის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენი პოზიცია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ავუხსენი. თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრა არ შეიძლება“, - აღნიშნა მან.