ბრიუსელში დღეს აშშ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

ბრიუსელში დღეს აშშ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

ბრიუსელში დღეს აშშ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაესწრება.

ევროკავშირის მხრიდან სამიტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან.

მხარეები შემდეგ საკითხებს განიხილავენ: გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოება, გლობალური ეკონომიკური აღდგენა, კლიმატის კრიზისის მოგვარება, ციფრული და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავება, დემოკრატიის გაძლიერება და ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხები.

სამიტის დასრულების შემდეგ, ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.