ორი დღის წინ გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ ახლო წარსულში პოპულარული ამერიკული ჯგუფი „Blondie” მორიგი მსოფლიო საგასტროლო ტურნესთვის ემზადება.
მუსიკოსებმა დედამიწას უკანასკნელად ორი წლის წინ შემოუარეს, როდესაც დაახლოებით 60 კონცერტი ჩაატარეს.
ჯგუფმა პოპულარობა წინა საუკუნის 70-იან წლებში მოიპოვა. მისი სოლისტი დები ჰარი იმხანად მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული ადამიანი და „სექს-სიმბოლო“ გახლდათ.
სამწუხაროდ დრომ ქალბატონ დების ულმობელი კვალი დაატყო და დღეს ეს ქალი ერთი ჩვეულებრივი მძიმეწონოსანი ამერეკელი დიასახლისისგან არ განსხვავდება.
ჯგუფი “Blondie” 1974 წელს ქალაქ ნიუ-იორკში დაარსდა. პირველი სამი წლის განმავლობაში მისი შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა, სანამ 1977 წელს საბოლოო სახე არ მიიღო: ვოკალისტი დები ჰარი, ბას-გიტარისტი კრის სტეინი, გიტარისტი ტომი კესლერი, კლავიშებზე დამკვრელი მატ კატც-ბოჰენი, მედოლე კლემ ბურკე, ბას-გიტარისტი ლეიჯ ფოქსი.
მსოფლიოში პოპულარობა 1978 წელს მოიპოვა, როდესაც გაყიდვაში გამოვიდა მათი სტუდიური ჩანაწერი “Parallel Lines”.
1978 წელს ჩაწერილი სინგლი “Heart of Glasses” დღემდე ერთ-ერთ პოპულარულ კომპოზიციად ითვლება.