სალომე სამადაშვილი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის ეროვნული თანხმობის თემა

სალომე სამადაშვილი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის ეროვნული თანხმობის თემა

ნატო-ში გაწევრიანების გარეშე საქართველოს განვითარების შანსი არ აქვს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ყველაზე ეფექტურად მაშინ გადაწყდება, როცა ჩვენ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე რეალური შედეგის დადებას შევძლებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა განცხადება მიიღო, რომლითაც ნატო-ს სამიტს მიმართა და მას ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა ხელი მოაწერა. ამ განცხადებით დავადასტურეთ, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის ეროვნული თანხმობის თემა, მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნია, ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს, რათა საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ბრიუსელში ნატო-ს დღევანდელი სამიტის შემდეგ დასკვნითი დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია: „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება“.