დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ამ ვებ-გვერდის ჟურნალისტების მტკიცებით, ახალი სეზონიდან „ტოტენჰემის“ მოთამაშე გარეთ ბეილი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ღირსებას დაიცავს.
ცნობილი გახდა, რომ „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ ბეილის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო მოითხოვა.
23 წლის გარეთ ბეილის სამსახურით, ფერგიუსონის გუნდის გარდა, მიუნჰენის „ბაიერნი“, მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან დაინტერესებულები.
კულუარული ცნობით, „ტოტენჰემი“ წამყვან მოთამაშეს ვერ შეინარჩუნებს. ბრიტანელი ჟურნალისტების ხელთ არსებული ცნობით, ბეილი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
ცნობილი გახდა, რომ გუშინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გილმა, „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობასთან ბეილის მომავალთან დაკავშირებით თავდაპირველი მოლაპარაკება ჩაატარა.